საქართველოს მთავრობამ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" მოსალოდნელი იურიდიული დავისთვის $319,000 დოლარად, საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ი დაიქირავა.
უცხოელმა იურისტებმა მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ "ანაკლიის განვითარების სააგენტოს
უნდა გაუწიონ შემდეგი სახის დახმარება:
"იურიდიული დახმარება 2016 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის გაფორმებულ საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის აღნიშნული ხელშეკრულებების მოშლასთან დაკავშირებით,"- ნათქვამია გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონსორციუმისგან პირგასამტეხლოს გადახდას მოითხოვს.
თავისმხრივ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ამ გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას გეგმავს. როგორც კონსორციუმის CEO-მ, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, საარბიტრაჟო წარმოების დაწყება მარტში უნდა მომხდარიყო.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის პროექტზე 74 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, რაც როგორც საპროექტო, ასევე პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებზე დაიხარჯა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი