მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "ანაკლიასთან" დავისთვის $319,000 დოლარად White & Case დაიქირავა

5e68be8869f11
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.20 13:40
1348
საქართველოს მთავრობამ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" მოსალოდნელი იურიდიული დავისთვის $319,000 დოლარად, საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ი დაიქირავა.

უცხოელმა იურისტებმა მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ "ანაკლიის განვითარების სააგენტოს
უნდა გაუწიონ შემდეგი სახის დახმარება:

"იურიდიული დახმარება 2016 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის გაფორმებულ საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის აღნიშნული ხელშეკრულებების მოშლასთან დაკავშირებით,"- ნათქვამია გაფორმებულ ხელშეკრულებაში

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის  9 იანვარს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონსორციუმისგან პირგასამტეხლოს გადახდას მოითხოვს. 

თავისმხრივ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ამ გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას გეგმავს. როგორც კონსორციუმის CEO-მ, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, საარბიტრაჟო წარმოების დაწყება მარტში უნდა მომხდარიყო. 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის პროექტზე 74 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, რაც როგორც საპროექტო, ასევე პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებზე დაიხარჯა.