მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ბათუმის კუნძულის ინვესტორს 90 ჰა გადასცა - ვის ეკუთვნის $100-მლნ-იანი პროექტი

6151dfdb7ac53
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.21 20:21
6258
ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის" პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში. საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა და მას მინისტრთა კაბინეტმა და პრემიერმა ღარიბაშვილმა დაუჭირეს მხარი.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ორი ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა. როგორც ცნობილია ჯერჯერობით პროექტზე არც მშენებლობის ნებართვა არც განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) არ არსებობს, ამასთან არ გამოქვეყნებულა კუნძულის დეტალური არქიტექტურული პროექტიც.

ვის ეკუთვნის ეს პროექტი?

პროექტის ინვესტორია “ამბასადორი ჯგუფი”, რომლის დამფუძნებელიც ქებურიების ოჯახია. “ჯგუფის ძირითადი” პროექტებია თბილისის და კაჭრეთის სასტუმრო “ამბასადორები”. კერძოდ, ბათუმის კუნძულის პროექტს ხორციელებს შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდი”, რომელიც 2021 წლის 14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის. 18%-იანი წილის მფლობელი კი შპს “ბათუმი აილენდია”, რომლის 100%-იანი წილიც ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის.

“ამბასადორი ბათუმი აილენდის” დირექტორია ლაშა მელიქაძე, რომელიც ამავდროულად, თბილისის სასტუმრო “ამბასადორის” დირექტორის პოსტს იკავებს.

“ბათუმი აილენდი” აჭარაში “ამბასადორის ჯგუფის” ერთადერთი პროექტი არაა, კომპანია ბათუმის ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს აშენებს. ამასთანავე, კომპანია გოდერძის უღელტეხილზე აშენებს სასტუმროს.