მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ ბოლო 7 წელიწადში ყველა ინვესტორი გააქცია, ივანიშვილს არ უნდა სხვა ინვესტორი"

5e552deb5a740
თელარა გელანტია
25.02.20 18:32
1070
„საქართველოს მთავრობამ ბოლო 7 წელიწადში ყველა ინვესტორი გააქცია, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ სურს სხვა ინვესტორი ქვეყანაში" , - ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ჟურნალისტებს საინვესტიციო კლიმატის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა საინვესტიციო გარემო დრამატულ სიტუაციამდე მიიყვანა და ამას ცალკეული ბიზნესმენებიც ადასტურებენ.

"საქართველოს მთავრობამ 7 წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ინვესტორი გააქცია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს სხვა ინვესტორი ქვეყანაში. საქართველომ დაკარგა მიმზიდველობა და რეპუტაცია. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ რეგულაციებს, რომელიც ხელისუფლებამ და ცენტრალურმა ბანკმა ბოლო პერიოდში აამოქმედა, ვნახავთ, რომ ბიზნეს კლიმატი ძალიან დაზიანებულია საქართველოში. ამ ყველაფერს ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიგებთ, ძალიან დრამატული სიტუაციაა", - განაცხადა ფადი ასლიმ.

ცნობისთვის: დღეს „სასტუმრო ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა 2020 წლის პირველი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის ზოგადი მიმოხილვა, ასევე ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები იყო.