მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ცაიტ-ნოტში ჩაიგდო თავი და იძულებული გახდნენ, ეს გეგმა დაედოთ - ვასილ რევიშვილი

5eabf086cbdc2
ინგა მურუსიძე
01.05.20 13:57
1417
"მთავრობამ ცაიტ-ნოტში ჩაიგდო თავი და იძულებული გახდნენ, დაედოთ გეგმა, - ამის შესახებ ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განაცხადა. 

„ჩემი გათვლებით სამწუხაროდ, იმ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, რომელიც მთავრობამ დადო, 800 მლნ ლარი იხარჯება ჯამში 3,2 მლრდ-ის ნაცვლად ანუ, შეიძლება, შემდეგ დაიხარჯოს დანარჩენი თანმხა, თუმცა დღესდღეობით კრიზისი დაწყებულია და დიდი ალბათობით, ასეც გაგრძელდება, ვიდრე ეკონომიკა თავის ინერციას არ დაუბრუნდება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხარჯვის გაზრდა, იგივე კაპიტალის დაბანდება, ბიზნესების ამუშავება, სამუშაო ადგილების დაბრუნება და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 2020 წელს,  ხოლო 2021-ისთვის უკვე ყველაფერი დაგვიანდება, ვინაიდან ამ დროისთვის ეკონომიკა შეიძლება ისე იყოს, რომ მისი ამოქაჩვა ძალიან რთული გახდეს“, - განაცხადა რევიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე - ცდილობს თუ არა მთავრობა „რიცხვებით მოქალაქეების დაბნევას“, პასუხად რევიშვილი ამბობს, რომ საზოგადოება ციფრებით ადვილად ვერ მოტყუვდება.

„იყო შეფასებაც, რომ ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ა.შ. მე უფრო მგონია, რომ ამ „გეგმით“ უფრო დრო მოიგეს, რადგან არ იყვნენ მზად ანუ თავი ჩაიგდეს ცაიტ-ნოტში და იძულებული გახდნენ დაედოთ გეგმა. ხშირად არის საუბარი იმაზე, რა ვქნათ ჩვენ ღარიბები ვართ. მე კი ვეტყოდი, მოდით, დავხარჯოთ იმდენი, რამდენიც გერმანიამ, ოღონდ იმ რაოდენობით რამდენი მშპ-იც გვაქვს. ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ვერ მოასწრეს და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა“, - განაცხადა რევიშვილმა.