ფრინველების საკვები, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ტრანსპორტირება - ეს ის კომპონენტებია, რომელთა გაძვირებამაც საქართველოში კვერცხი გააძვირა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია “კუმისის” დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მიაწოდა.
როგორც ის ამბობს, კვერცხის გაძვირება ქვეყანაში 2 წლის წინ დაიწყო და დღეს არსებული ფასი 2019 წლის ფასთან შედარებით საშუალოდ 15 თეთრითაა გაზრდილი.
“კვერცხი პირველად 2019 წელს გაძვირდა ანუ მაშინ, როცა საკვები პროდუქტი - ხორბალი და სიმინდი გაგვიძვირდა. შარშან ცხიმოვანი პროდუქტები გაძვირდა - სოიო და ზეთი, რამაც კვერცხის გაძვირების მორიგი ტალღა გამოიწვია.
ახლა კი იანვრიდან გაგვიორმაგდა ელექტროენერგიის გადასახადი და გაგვიძვირდა გაზი. მოგეხსენებათ, ფრინველს სითბო სჭირდება, თან ერთდღიან წიწილას 36 გრადუსი ტემპერატური სჭირდება. 4000 კვადრატული მეტრი ფართობის ამ ტემპერატურაზე გათბობისთვის კი, ძალიან დიდი რაოდენობის გაზი და ელექტროენერგიაა საჭირო;
თუ კვერცხი 2 წლის წინ 25 თეთრი ღირდა, ფაბრიკიდან გასაცემი კვერცხის ფასი დღეს 40 თეთრია. ყველაფერი გაგვიძვირდა, შესაბამისად, დღეს უნდა ვისხდეთ ყველანი, მათ შორის მთავრობაც და ვმუშაობდეთ, მაგრამ ჩვენთვის დრო ვერ გამონახეს, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ", - აცხადებს მეფრინველეობის ფერმა “კუმისის” დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე წელია მეფრინველეობის დარგი კვერცხის დღგ-ისგან გათავისუფლებას ითხოვს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ