მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობამ ჩვენთვის დრო ვერ გამონახა”- რატომ ძვირდება კვერცხი?

61e8038c1c2b7
ანუკა ჯოხაძე
19.01.22 19:50
1254
ფრინველების საკვები, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ტრანსპორტირება - ეს ის კომპონენტებია, რომელთა გაძვირებამაც საქართველოში კვერცხი გააძვირა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანია “კუმისის” დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა მიაწოდა.

როგორც ის ამბობს, კვერცხის გაძვირება ქვეყანაში 2 წლის წინ დაიწყო და დღეს არსებული ფასი 2019 წლის ფასთან შედარებით საშუალოდ 15 თეთრითაა გაზრდილი.

“კვერცხი პირველად 2019 წელს გაძვირდა ანუ მაშინ, როცა საკვები პროდუქტი - ხორბალი და სიმინდი გაგვიძვირდა. შარშან ცხიმოვანი პროდუქტები გაძვირდა - სოიო და ზეთი, რამაც კვერცხის გაძვირების მორიგი ტალღა გამოიწვია.

ახლა კი იანვრიდან გაგვიორმაგდა ელექტროენერგიის გადასახადი და გაგვიძვირდა გაზი. მოგეხსენებათ, ფრინველს სითბო სჭირდება, თან ერთდღიან წიწილას 36 გრადუსი ტემპერატური სჭირდება. 4000 კვადრატული მეტრი ფართობის ამ ტემპერატურაზე გათბობისთვის კი, ძალიან დიდი რაოდენობის გაზი და ელექტროენერგიაა საჭირო;

თუ კვერცხი 2 წლის წინ 25 თეთრი ღირდა,  ფაბრიკიდან გასაცემი კვერცხის ფასი დღეს 40 თეთრია. ყველაფერი გაგვიძვირდა, შესაბამისად, დღეს უნდა ვისხდეთ ყველანი, მათ შორის მთავრობაც და ვმუშაობდეთ, მაგრამ ჩვენთვის დრო ვერ გამონახეს, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ", - აცხადებს მეფრინველეობის ფერმა “კუმისის” დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე წელია მეფრინველეობის დარგი კვერცხის დღგ-ისგან გათავისუფლებას ითხოვს.