16.მარტი.2019 11:37
ეკონომიკა

მთავრობამ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

მთავრობამ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 500 -ზე მეტი ბინა შეისყიდა. აქედან 509 ბინა -თბილისში, ხოლო 38 ბინა კი - გორში მდებარეობს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით, მოხდა.

კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა.

მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული. ამ ეტაპზე, სამინისტრომ თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი საცხოვრებელი ფართები შეიძინა, რადგან სამოთახიანი ბინები გასულ წელს უკვე შეისყიდა.

ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ მიიღო, რომლის მუშაობის პროცესშიც ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს" (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები.

მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 800 ბინა თბილისში, 25 - ხაშურში და 20 - მარნეულში, რომლებიც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.
ავტორი: თელარა გელანტია

21.მაისი.2019 23:40
45

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება

ვრცლად
21.მაისი.2019 23:28
228

რაზე შედგა და რაზე ვერ შედგა მოლაპარაკება - ინტერვიუ ანაკლიის კონსორციუმის CEO-სთან

ვრცლად
21.მაისი.2019 23:20
48

„დაინტერესებულები ვართ, რომ სწორედ ანაკლიის კონსორციუმმა მოიზიდოს დაფინანსება“

ვრცლად
21.მაისი.2019 22:30
66

„მნიშვნელოვანია, რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის დეტალურად შესწავლა“

ვრცლად
21.მაისი.2019 21:10
88

2019 წლის ზამთრის სეზონზე „გოდერძის“ მიმართულებით შესაძლოა ფრენები განხორციელდეს

ვრცლად
21.მაისი.2019 21:00
40

ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალზე ქართული ბიზნესის წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს

ვრცლად