მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დღეს 18 750 000 ლარის შიდა ვალი აიღო

607ea27bae6d9
თელარა გელანტია
20.04.21 13:53
1343
დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.600%-ით, მაქსიმალური - 8.600%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.600%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.