მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "ეარ ბალტიკს" საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

5ecbc5f3b68cc
თელარა გელანტია
25.05.20 17:38
1369
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად საკითხს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა წარმოადგენდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით.

შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ეარ ბალტიკს“ ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება „ვიზეირს“, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას,“ - განაცხადა მინისტრმა.