მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ ეკონომიკის სხვა სექტორებზეც უნდა იფიქროს"

5e6fb6b14845b
ნუცა ბაზლიძე
16.03.20 22:15
776
მთავრობამ ეკონომიკის სხვა სექტორებზეც უნდა იფიქროს. ეს კრიზისი ყველაფერს ეხება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს. მთავრობას დასჭირდება კიდევ მეტი ქმედითი ზომების მიღება, არამხოლოდ ტურისტული მიმართულებით - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება უნდა იყოს მეტად კომპლექსური, ვინაიდან კორონავირუსის ფონზე ზარალდება მცირე ბიზნესი და ზოგადად, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ საშუალება დისტანციურად იმუშაონ და ხელფასი მაინც მიიღონ.

BM.GE-სთან საუბრისას ეკონომისტმა ყურადღება სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის საკითხზე გაამახვილა.

„გაურკვეველია ეს მთავრობის ინიციატივაა, თუ თვითონ ბანკების, მე ვფიქრობ რომ ცოტ-ცოტა ორივესი. ვფიქრობ, მთავრობის მხრიდან იყო ზოგადი მითითება, რომ რაიმე ფორმით შეღავათი გაეწიათ მომხმარებლებისთვის, რომელთა რაოდენობაც ძალიან დიდია“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რის შედეგადაც, ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება.