მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ე.წ. რიყის დოქები მესამე მცდელობაზეც ვერ გაყიდა

60759c035266b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 17:27
2584
სახელმწიფომ 30 მარტს ელექტრონულ აუქციონზე მესამედ გამოტანილი ე.წ. რიყის დოქები ვერ გაყიდა.

სახელმწიფო ქონების გასხვისების აუქციონი დღეს 17:00 საათზე 630 ნახვითა და 0 ბიჯით დასრულდა.

14 591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა ამჯერად 71 250 000 ლარად იყიდებოდა. რიყის დოქები გარკვეული საინვესტიციო პირობით იყიდებოდა, კონკრეტულად კი ინვესტორი ვალდებული იყო ობიექტის შესყიდვის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსი (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) უნდა შეექმნა და შესაბამისი შენობა-ნაგებობა უნდა აემოქმედებინა, რისთვისაც ქონების მფლობელს 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

ცნობისთვის: რიყის დოქები სახელმწიფომ აუქციონზე პირველად გასულ წელს 95 მლნ ლარად გამოიტანა, მეორე აუქციონზე კი რომელიც მიმდინარე წლის 5 მარტს დასრულდა ქონების ღირებულება 71.2 მლნ ლარი იყო.