საქართველოს მთავრობამ ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული პირობების მოსამზადებლად 1.2 მილიონ ლარად საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells-ი დაიქირავა.
ამავე განაცხადის თანახმად, APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავმისადგომის აშენებისთვის $350 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უცხოელ იურისტებთან 2020 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა უნდა გახანგრძლივდეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის გათვალისწინებით, Hogan Lovells-ის მიერ ახალი ტერმინალის ასაშენებლად ინვესტორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალების მომზადებას უფრო მეტი დრო დასჭირდა.
ახალი პირობების მიხედვით, Hogan Lovells-მა ახალი ნავმისადგომის მშენებლობისთვის იურიდიული პირობები 2021 წლის 30 ივნისამდე უნდა მოამზადოს.
"ხელშეკრულებით შესყიდული იურიდიული მომსახურება მიმართული იყო ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტში სახელმწიფოს სათანადო მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. აღნიშნული მოიცავს Term Sheet-ის პროექტის მომზადებას, საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის მომზადებას და ინვესტორთან/ოპერატორთან მოლაპარაკებებში დახმარებას. აღნიშნული პროექტი ატარებს კომპლექსურ ხასიათს და მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის და ზესტრუქტურის, მასთან მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განვითარებას. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ (შემდგომ - ოპერატორი) ცნობით, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ჯამური ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 350 000 000 აშშ დოლარს.
პროექტი ასევე გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარკვეული მიწის ნაკვეთების ოპერატორისთვის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემას. შესაბამისად, ოპერატორთან პირველადი მოლაპარაკებებისა და დეტალების შეჯამების შედეგად, გამოიკვეთა აღნიშნული პროექტისთვის აუცილებელი იურიდიული დოკუმენტების კომპლექსურობა, რომელმაც შესაძლოა მოიცვას საერთაშორისო საინვესტიციო, საპრივატიზაციო, სამშენებლო, კორპორატიულ და საკუთრების უფლების ერთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში, რამაც მოითხოვა დამატებითი კოორდინაცია და ასევე მოახდინა გავლენა პროექტის განხორციელების ვადებზე. აგრეთვე, ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ზემოაღშნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გახანგრძლივებაზე იმოქმედა ოპერატორთან მოლაპარაკებების წარმოების სირთულემაც,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ განაცხადში.
APM Terminals-ის განცხადების თანახმად, ისინი ფოთის პორტში $250-დან $300 მილიონამდე მოცულობის ინვესტირებას გეგმავენ. პროექტის თანახმად, არსებული ნავმისადგომის მიმდებარედ ახალი საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის (Bulk Cargo) ტერმინალი უნდა აშენდეს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველ ნახევარში ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 4 მილიონი ტონა შეადგინა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით უცვლელია. სხვა პორტებში არსებული დატვირთვის მოცულობა კი გაზრდილია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი