მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ იანვარ-აპრილში 285 მლნ ლარის დღგ-ის ზედმეტობა დააბრუნა - სტატისტიკა

5ec78274792be
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.20 12:28
1630
2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში კერძო სექტორს 285.6 მილიონი ლარის მოცულობის დღგ-ის ზედმეტობა დაუბრუნდა - ამის შესახებ BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხილი სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2020 წელს COVID-19-ის კრიზისის გამო, მთავრობამ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესის გაფართოება და მისი 1.2 მილიარდ ლარამდე გაზრდა დაანონსა. შესაბამისად, ამ დაპირების მიხედვით, წლის ბოლომდე დარჩენილ თვეებში კიდევ 900 მილიონზე მეტი უბდა დაბრუნდეს.

BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, გასული წლების განმავლობაში ზედმეტობის სახით უკან დაბრუნებული დღგ-ის მოცულობა ასეთი იყო:

2019 წელი - 572.9 მილიონი ლარი;
2019 წელი - 497.9 მილიონი ლარი;
2017 წელი - 217.8 მილიონი ლარი;
2016 წელი - 165.5 მილიონი ლარი.

როგორ მუშაობს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემა?

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც ქვეყანაში მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს წარმოადგენს. ამ გადასახადს იხდის მომხმარებელი, რაც მის მიერ შესაბამისი პროდუქტისა და მომსახურების გაზრდილ ფასში მდგომარეობს, თუმცა ბიუჯეტში მისი გადახდის ვალდებულება ეკისრება უშუალოდ მას, ვინც ამ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელია. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ის დონე 18%-ს შეადგენს. შესაბამისად, ამ კოეფიციენტით აძვირებს სახელმწიფო ქვეყანაში უმეტესი საქონლისა და მომსახურების ბრუნვას.

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების მექანიზმი ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის ბრძანებით არის განსაზღვრული. ამ ბრძანებას თან ახლავს რამდენიმე მაგალითი, რომელიც აღწერს, თუ როდის და როგორ წარმოეშვება პირს დღგ-ის ზედმეტობა.

უფრო დეტალურად, თუ რა პროცედურის შედეგად ხდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.