საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოსთვის ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში, $280-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს.
ახალ, სამწლიან პროგრამას თან ახლავს მემორანდუმის მუხლები, რომელთაც ხელს საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აწერს. ამ მემორანდუმებით განსაზღვრულია ის პირობები, რომელთაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა განახორციელებს. მათ შორის საუბარია საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შეზღუდვაზე. ფონდის საინვესტიციო საქმიანობა IMF-ის წინა ოთხწლიანი პროგრამითაც იყო შეზღუდული. ეს გადაწყვეტილება ფონდიდან მომავალ ფისკალურ რისკებს და მრავალმილიონიან ზარალს უკავშირდებოდა.
დოკუმენტის მიხედვით, ფონდი ვერ ჩადებს ინვესტიციებს ახალ პროექტებში, ასევე ვერ აიღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
პარალელურად, გრძელდება საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროექტი - მონახაზის მიხედვით, ფონდში დარჩენილი ორი მსხვილი კომპანია - “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” და “საქართველოს რკინიგზა” მისი შემადგენლობიდან გავლენ.
მიმდინარე კვირის ორშაბათს საქართველოს მთავრობის სხდომაზე “საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის” გაუქმების საკითხიც განიხილეს. შესაბამისად, ამჟამად “საპარტნიორო ფონდი” დემონტაჟის პროცესში იმყოფება, მაგრამ რა სახით გაგრძელდება რეფორმირებული ორგანიზაციის საქმიანობა უცნობია.
უცნობია ფონდის დაფინანსების მექანიზმიც, თუკი წარსულში ეს დაფინანსება იყო ფონდის შვილობილი კომპანიების მიერ გადახდილი დივიდენდი მომავალში, ფონდს მსხვილი შვილობილები დატოვებენ და ის მათგან დივიდენდებს ვერ აიღებს. პარალელურად, IMF-თან გაფორმებული მემორანდუმით, ფონდს ახალი ვალების აღების შესაძლებლობაც არ ექნება. რჩება დაფინანსების მხოლოდ ერთი წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა მთავრობის წევრთა განცხადებით, ისინი ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას არ ემხრობიან.
ამასთანავე, თუკი ფონდს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება კიდევ 3 წლის განმავლობაში არ შეეძლება, მაშინ უცნობია რაში სჭირდება მას მრავალმილიონიანი დაფინანსება.
“საპარტნიორო ფონდის” აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად, 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 196 მილიონი ლარი იყო. წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და "თელასის" 25%-იანი წილი.
გუშინ, პარლამენტში მყოფ პრემიერ-მინისტრს “საქართველოს განვითარების სახელმწიფო ბანკის” დაფუძნების შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ეს საკითხი ღიაა”.
შეგახსენებთ, რომ 2013-2015 წლებში მთავრობა საპარტნიორო ფონდის რებრენდინგს და “საქართველოს განვითარების ბანკის” დაფუძნებას განიხილავდა, მაგრამ ეს ინიციატივა არ განხორციელდა.
თავად საპარტნიორო ფონდმა 2015-2020 წლებში 1.34 მილიარდი ლარის ზარალი განიცადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ