02.მარტი .2020 17:52

მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლისთვის სარეზერვო ფონდიდან 1 მლნ ლარი გამოყო

views 259
უკან

საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოყო. შესაბამის განკარგულებას გიორგი გახარიამ ხელი 2020 წლის 30 იანვარს მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, ერთ მილიონი ლარის დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობა აქვეყნებს 28 იანვარს დამტკიცებულ გეგმას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად არის შემუშავებული.

აღნიშნულ დოკუმენტს “საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა” ეწოდება და ის მიზნად უწყებათაშორისი კოორდინაციით ვირუსის გავრცელების შეჩერებას და რისკის შემცველი ქვეყნებიდან მომავალი მგზავრებისა და ტვირთების შემოწმებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა