რამდენიმე დღის წინ “ლელოს” მიერ გამოცხადებულ ინიციატივას, გაეზარდოს ხელფასი კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ სამედიცინო პერსონალს, მმართველი გუნდი შესაბამისი გადაწყვეტილებით შეხვდა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ლელომ” რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალისთვის ხელფასის გაზრდისკენ მოუწოდა, დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების 50%-ის დანამატის სახით მიღებაზე ისაუბრა.
კობერიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააკონკრეტოს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, ვისაც საბონუსე სისტემა შეეხება და ასევე დააკონკრეტონ თანხის ოდენობაც, რა თანხითაც აპირებენ ხელფასის მომატებას, რათა ეს განცხადება არ დარჩეს წინასაარჩევნო დაპირებად, როგორც მათ სჩვევიათ.
“5 დღის წინ “ლელოს და ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გამართულ ბრიფინგზე მოვუწოდეთ მთავრობას, რომ მედპერსონალისთვის, ვინც არის კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, მინიმუმ 1000 ლარიანი ერთჯერადი ბონუსი მიეცათ ბიუჯეტიდან და ამავდროულად, შეემუშავებინათ შედარებით გრძელვადიანი სამოტივაციო სქემაც. ძალიან გვიხარია, რომ მთავრობამ ყურად იღო ჩვენი რჩევა. იმედი გვაქვს, დროულად გასცემენ დაანონსებულ ფულად კომპენსაციებს სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე და ამ თანხის გაცემას კლინიკებს არ დაავალებენ. იმედის ვიტოვებ, რომ მხოლოდ სამთავრობო პიარისთვის არ გაკეთებულა ეს განცხადება და მთავრობა მართლა ზრუნავს ექიმებზე”, - აცხადებს კობერიძე.
მისივე თქმით, “ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფი ყოველთვის იქნება ექიმების მედპერსონალის მხარდამჭერი და ყოველთვის მოუწოდებს მთავრობას პრევენციული ზომების მიღებას ჯანდაცვის სფეროში.
“ლელოს” ყოველთვის ექნება საკმაოდ მწვავე და დროული რეაგირება, იმისათვის რომ გარკვეული საკითხები, რასაც ხელისფულება თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ვერ ამჩნევს ან არ უნდა რომ შეიმჩნიოს, გავხადოთ აქტუალური და ვაიძულოთ ისინი, რომ გადადგან სწორი ნაბიჯი,” - განმარტა კობერიძემ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ