საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის გაუქმებას.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამ სტატუსის მოპოვება შეეძლოთ კომპანიებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, უშუალოდ ეწეოდნენ დადგენილებაში ზუსტად განსაზღვრულ IT მომსახურებას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჯარო განცხადებებიდან და მათ შორის, შესაბამისი დადგენილებიდან იკითხება, პრაქტიკაში გადაწყვეტილებები სხვანაირად მიიღება.
მთავრობამ, ისე რომ მთავარ დებულებაში არაფერი შეუცვლია, მიმართვის განაცხადის ფორმა დააკორექტირა, შედეგად, ლოკალური IT კომპანიები შეღავათის მიღმა აღმოჩნდნენ.
რა შეიცვალა?
გარდა საჯარო განცხადებებისა, 8 ოქტომბრით დათარიღებული ნორმატიული აქტითაც ცალსახა იყო, რომ აღნიშნული საგადასახადო შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიღება შეეძლებოდათ როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს, თუმცა ნორმატიული აქტის გამოცემიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა. bm.ge-სთან საუბარში იურისტი დათო კლდიაშვილი ამბობს, რომ მოხდა სამართლებრივად არალოგიკური ფაქტი - მიმართვის განაცხადის ფორმაში დაზუსტდა არსებითი პირობა: საგადასახადო შეღავათით სარგებლობა შეუძლებელი გახდა, თუ კომპანია IT მომსახურების 98%-ს უცხოეთში არ ახორციელებს.
„ოქტომბრის დასაწყისში გამოიცა ახალი ნორმატიული აქტი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ, ამ ნორმატიული აქტის ტექსტიდან ცალსახა იყო, რომ ნებისმიერ IT კომპანიას, რომელიც დაკავებული იყო პროგრამული მომსახურებით, ეკუთვნოდა საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო ნაწილში და მოგების გადასახადის ნაწილში.ზუსტად ასე გაიგო სექტორმაც და ყველამ ჩათვალა, რომ შეღავათები ეკუთვნოდათ და დაიწყეს მიმართვიანობა ამ შეღავათების მისაღებად.
რამდენიმე დღის შემდეგ, ზუსტდება მიმართვის განცხადების ფორმა და აქ იჩენს თავს პრობლემა. კერძოდ განაცხადის ფორმაში ემატება დამატებითი ახალი დებულება ანუ განაცხადის ფორმაში და არა ნორმატიულ აქტში და განაცხადის ფორმის თანახმად, მხოლოდ იმ კომპანიებს ეკუთვნით შეღავათი, რომლებიც თავიანთი მომსახურების 98%-ს ყიდიან უცხოეთში ანუ თუკი განაცხადის ფორმას და ტექსტს ერთად გავაანალიზებთ გამოდის, რომ მხოლოდ იმ კომპანიებს ეკუთვნის შეღავათი, რომელთა კლიენტების 98% უცხოეთშია.
თავისთავად არსში შეიძლება პრობლემა არ იყოს, თუ ეს უნდოდათ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ პირველი საჯარო განცხადებები ჩვენ გავიგეთ ისე, რომ ყველაზე ვრცელდებოდა, თვითინ ნორმატიული დოკუმენტის ტექსტშიც ასე იყო, რომ ყველაზე ვრცელდებოდა და მოხდა სამართლებრივად არალოგიკური რამ, როცა განაცხადის ფორმაში დაზუსტდა არსებითი პირობა, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო და არ შეესაბამება სწორ ნორმატიულ პრაქტიკას და ძალიან მოულოდნელი იყო ეს სექტორისთვის.
ასეთი მიდგომა არის პრობლემატური. მე, როცა ეს დოკუმენტი წავიკითხე, ჩემს ყველა კლიენტს მივწერე, რომ შეეძლოთ ესარგებლათ საგადასახადო შეღავათით, ვერცერთი იურისტი ვერ დაუშვებდა, რომ ფორმალურ დოკუმენტში, განაცხადის ფორმაში შესაძლებელი ყოფილიყო არსებითი პირობის დამატება. ზუსტად მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე“- განმარტავს იურისტი.
ნორმატიული აქტი, ბუნდოვანია თავად IT კომპანიებისთვისაც. bm.ge ესაუბრა საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელიც 50-მდე აიტი კომპანიას აერთიანებს. ასოციაციის თავმჯდომარემ განგვიცხადა, რომ მკაფიოდ ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული ზოგადად კანონის მიზანი. კომპანიებს აქვთ კითხვები და იმ შემთხვევაშიც, თუ საგადასახადო შეღავათი ძირითადად უცხოურ კომპანიებს ეხებათ, ლოკალურ კომპანიებს უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა, რადგან კანონით მათ შეზღუდულ და არაკონკურენტულ გარემოში მოუწევთ ოპერირება.
„პირველი პრობლემური საკითხი არის ჩანაწერი 2%-თან დაკავშირებით, ანუ 2%-ით უნდა განისაზღვროს ლოკალურ ბაზარზე კომპანიის ბრუნვა, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღოს, შესაბამისად, ამ პირობის დაკმაყოფილება ქართული კომპანიებისთვის ძალიან რთული იქნება, რადგან მათ 100%-ით საქართველოში აქვთ ბრუნვა. აქედან გამომდინარე არის გარკვეული ჩიხი. ასევე თუ დააფუძნებს ახალ კომპანიას იმისთვის, რომ მას მიანიჭოის საერთაშრისო კომპანიის სტატუსი, ამ შემთხვევაში მეორე შემზღუდავი ფაქტორი შემოდის, საქმიანობის 2-წლიან გამოცდილებასთან დაკავშირებით. არის ბუნდოვანება, ვერ გაერკვივნენ კომპანიები, რასთან აქვთ საქმე“-აცხადებს თორნიკე თოხაძე.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო შეღავათების ინციატივა 2018 წელს ყოფილ პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს ჰქონდა, რომელიც იმ ტრანსნაციონალურ კომპანიებს უნდა შეხებოდათ რომლებიც ოფისებს საქართველოში გადმოიტანდნენ. სახეცვლილი ფორმით ეს ინიციატივა გახარიას მთავრობამ მიიყვანა ბოლომდე, თუმცა ამ შემთხვევაში შეღავათები ეხებათ მხოლოდ IT და სანაოსნო სფეროში ჩართულ კომპანიებს და როგორც აღმოჩნდა, ნაკლებად არის გათვლილი ლოკალური მომსახურების გამწევ კომპანიებზე.
რატომ შეცვალა მთავრობამ გადაწყვეტილების შინაარსი, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს ამ დრომდე ველით ფინანსთა სამინისტროსგან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა