27.სექტემბერი .2022 13:50

მთავრობამ ობლიგაციების გამოშვებით 90 მილიონის ვალი აიღო

მთავრობამ ობლიგაციების გამოშვებით 90 მილიონის ვალი აიღო
views 444
უკან

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყენბული ინფორმაციის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

"აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 211 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.199 პროცენტით, მაქსიმალური 9.485 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.296 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2022 წელს საქართველოს მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით შიდა ვალის 1.3 მილიარდი ლარით ზრდას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა