მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ობლიგაციების გამოშვებით დღეს 90-მილიონიანი შიდა ვალი აიღო

6357b9247d406
BM.GE
25.10.22 14:21
542
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 5-წლიანი ვადიანობის 90 მილიონი დოლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა. 

"2022 წლის 25 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 181 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.990 პროცენტით, მაქსიმალური 9.270 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.236 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,"-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.