მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ოპერატიული მართვის შტაბი შექმნა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს - პრემიერი

5e81f739893f5
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.20 17:45
1468
უწყებათშორისი უკვე შექმნილი საბჭოს პარალელურად და მის ქვემოთ შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ასეთი შტაბები ყველა რეგიონში შეიქნება და ისინი ადგილზე უზრუნველყოფენ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.

„პროცესი, რომელიც ეხება შიდა გადაცემას არის უაღრესად დიდი საფრთხის შემცველი. ეს ის შემთხვევაა, რომლის კონტროლი მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან - ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, დაავადებათა კონტროლის მხრიდან უბრალოდ შეუძლებელია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამშრომლობას სახელმწიფოს ინსტიტუტებს, მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორის თითოეულ წარმომადგენელს შორის, აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა.

ამ ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, უწყებათშორისი უკვე შექმნილი საბჭოს პარალელურად და მის ქვემოთ შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომელიც მიღებული იქნება უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში და ასევე მონაწილეობას მიიღებს ამ გადაწყვეტილებების მომზადებაში, საინფორმაციო მომზადებაში და ასევე ანალიტიკური მასალების მომზადებაში.

მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში და ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში, დღესვე ექნებათ სრული ინფორმაცია ვინ არის ამ შტაბის ხელმძღვანელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შტაბები იქნებიან ადგილზე უწყებათშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმახორციელებლები და ამასთან ერთად, კოორდინაციას გაუწევენ იმას, რომ ქვეყნამ გააგრძელოს ფუნქციონირება, ეკონომიკამ გააგრძელოს ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის და საკმაოდ მძიმე კარანტინის პირობებშიც“, - განაცხადა პრემიერმა.