მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ პირბადეების ტარების რეგულაცია შეამსუბუქა - სად შენარჩუნდება შეზღუდვა

626f84a457de6
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.22 11:11
1815
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა დღეიდან - 2 მაისიდან პირბადეების ტარების რეგულაციას ხსნის და მისი გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და ტრანსპორტში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყოს.

ასე, რომ დღეიდან - 2 მაისიდან სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. კოვიდის სიტუაცია ძალიან დასტაბილურდა. დღეს მხოლოდ 51 შემთხვევა გვქონდა და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ კუთხით, რაც რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების საშუალებას გვაძლევს და როგორც მოგახსენებთ დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება მათ შორის სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა პრემიერმა.