2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დიდველსა და მიტარბიზე ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი" ააშენებს, რისთვისაც კომპანიასთან 81.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდა.
პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია "ემ თი ეი", ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია ახორციელებს.
ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ხელოვნური ტბების მოწყობის გარდა, "ანაგმა" სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც უნდა შეასრულოს, სრულად ეს სამუშაოები ასე ნაწილდება:
დიდველი ტბის მოწყობის სამუშაოები - 36.5 მილიონი ლარი;
მიტარბი ტბის მოწყობის სამუშაოები - 13.5 მილიონი ლარი;
დიდველის კონსტრუქციები - 2.3 მილიონი ლარი;
მიტარბის კონსტრუქციები - 2.6 მილიონი ლარი;
MR500 კონსტრუქციები (დიდველი) - 5 მილიონი ლარი;
MR300 კონსტრუქციები (მიტარბი) - 2.3 მილიონი ლარი;
MR500 არქიტექტურა - 1 მილიონი ლარი;
დროებითი შენობა ნაგებობები - 2.9 მილიონი ლარი.
ბაკურიანში "ფრისტაილის" ჩემპიონატის ჩატარების იდეა წინა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის; შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 2017 წელს მიიღო, ხოლო საერთაშორისო ფედერაციის თანხმობა და ღონისძიების გამართვის შეთანხმება ქვეყანამ 2019 წლის 24 აგვისტოს გააფორმა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ჩემპიონატის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ჩემპიონატი 2023 წლის მარტში გაიმართება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ