მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "ბორჯომის" 7.73%-იანი წილი მოქალაქეებზე უნდა გაასხვისოს - ხაზარაძე

62a8ba38d4dc3
ალა ისპირიანი
16.06.22 08:10
1817
მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ გადაეცა“ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73% - შედეგად კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.

"ბორჯომის" აქციები, რომელიც სახელმწიფოს გადმოეცა, ქართველ ხალხზე უნდა გასხვისდეს", - აცხადებს BMG-სთან გარიგების შეფასებისას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომლის აზრითაც, "გარიგებაში ბევრი კითხვის ნიშანია".

"გაუგებარია, რატომ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფო კერძო კომპანიაში დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს?! ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა გარიგებაა ამ კონტრაქტის უკან. მეორე - რატომ მოხდა მხოლოდ 7.73%-ის პროცენტის გადმოცემა?! მესამე  - როცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება, ამ გარიგებით პრაქტიკულად დასტურება, რომ სანქციებს შეერთებულია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ დასანქცირებულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში "ალფას" წარმომადგენელთან <მიხაილ ფრიდმანთან> მოხდა გარიგება. ის "ჩაწიეს" საკონტროლო პაკეტის ფლობიდან და მართვის უფლება  ქართულმა მხარემ მიიღო.

ვფიქრობ, "ბორჯომის"  აქციები, რომელიც სახელმწიფოს გადმოეცა, ქართველ ხალხზე უნდა გასხვისდეს საფონდო ბირჟის საშუალებით და ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ამ კომპანიის თანამფლობელი გახდება... მაგრამ ჩემი წინადადება იყო, რომ მთლიანად წამოგვეღო დასანქცირებული კომპანიის აქციები და სრულად ქართველ ხალხზე გასხვისებულიყო", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

როგორ ნაწილდება "ბორჯომის" მესაკუთრეთა სია საქართველოსთვის 7.7%-ის ჩუქების შემდეგ

მთავრობის მტკიცებით, „ბორჯომის“ საკითხზე მიღწეული გარიგება საქართველოს პრობლემებს არ შეუქმნის