მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "მწვანე პასპორტის" გაუქმება დააგვიანა კიდეც, რესტორნები იხურებოდა – ასოციაცია

62013112a4688
მარიამ ვარადაშვილი
07.02.22 19:07
725
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე ფიქრობს, რომ “მწვანე პასპორტების" გაუქმება მთავრობამ დააგვიანა კიდეც. ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც რამდენიმე ასეულ საკვებ ობიექტს აერთიანებს ამბობს, რომ ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ბევრი რესტორანი თბილისსა თუ რეგიონებში დაიხურა.

“სახეზეა, რომ ამან არანაირი ეფექტი არ მოიტანა და ჩემი აზრით, ცოტა დაგვიანებულიც კი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ამ ეტაპზე რასაკვირველია, მომატებულია მუშაობა და არაერთი რესტორანი ამბობს, რომ მინიმუმ ⅓-ით გაეზარდათ მუშაობა. ზოგადად, ჩვენი დარგი სხვებთან შედარებით მედროშე იყო ტურისტებთან მიმართებით. აქ რომ ჩამოდიოდნენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გასტრონომია იყო. ახლა ამ დარგიდან ხალხი გარბის, ყველანაირ სამუშაოზე მიდიან, რადგან ეს დარგი მოინათლა როგორც კეთროვნად. არის რესტორნები, სადაც მომხმარებელი 2-3%-ით შემცირდა, თუმცა ასეთები ძალიან მცირეა, ალბათ 10-მდე იქნება. დანარჩენ რესტორნებს საშუალოდ 50%-იანი კლება ჰქონდათ, ხოლო რეგიონებში, სადაც აცრილთა რაოდენობა კიდევ უფრო ცოტაა იქ ⅔ იყო კლება. ფაქტია, რომ ქვეყანაში 60%-ზე მეტი მოსახლეობის აცრილი არ არის, საკმაოდ ბევრმა გადაიტანა, მაგრამ მათი რიცხვი ჯამურად ეფექტს ვერ იძლეოდა”,-ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე პასპორტის” სისტემა ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. მწვანე სტატუსი ენიჭებოდა პირს, თუ ის სრულად ვაქცინირებული იყო, ჩატარებული ჰქონდა 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან/და 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ასევე გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი. მთავრობამ “მწვანე პასპორტი” კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს უვადოდ მიანიჭა, თუმცა ამ სისტემამ და ამ მოთხოვნებმა ქვეყანაში მხოლოდ ორი თვე იმუშავა.