მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "რიყის დოქები" აუქციონზე გამოიტანა - საწყისი ფასი 95 მლნ ლარია

5e3ba09b01a91
თელარა გელანტია
06.02.20 09:12
1985
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად გამოიტანა.
ობიექტის საწყისი ფასი 95 მლნ ლარია.

აუქციონი დღეს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.

პირობა:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში;
ბ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში ამ საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), თეატრს ან/და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;
გ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;
დ) მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ პუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), ელექტრონული აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ,,გ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.

აღწერილობა

1.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.
2. ფუნქციური ზონირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ www.tas.ge
3. საპრივატიზებო უძრავი ქონების არქიტექტურული პროექტის ავტორია საპროექტო კომპანია LDT FUKSAS, დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=241486: