მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სასტუმროების რესტორნებს 21:00-ის შემდეგ მუშაობა აუკრძალა

5fe1c07b5b849
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 13:51
970
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებთან ერთად შეზღუდვები ნაწილობრივ სასტუმროების რესტორნებზეც გავრცელდება. ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის იყო დაშვებული, ხოლო კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა აკრძალულია.

„სამწუხაროდ ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხებათ რესტორნებს და კვების ობიექტებს და ისინი ქვეყნის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისით გააგრძელებენ.