მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს - ADB

633684b1f057a
მარიამ ვარადაშვილი
30.09.22 11:49
553

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ევგენი ჟუკოვი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც ეხებოდა მიგრანტების დადებითი ეფექტის დასრულების შემდეგ, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ მაღალი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად.

"ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საქართველოს მთავრობასთან საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაა და ვფიქრობ, ეს ის სფეროა, რასაც საქართველოს მთავრობამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს", - ამბობს ჟუკოვი.

ასევე, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის აზრით, მთავრობამ შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირებაზე უნდა იფიქროს.

“ზოგიერთი ცვლილება დროებითა და ზოგიერთი კი შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი იყოს. მაგალითად ე.წ. შუა დერეფნის განვითარება. რეგიონში ბევრი ქვეყანა საკუთარი სავაჭრო არხების დივერსიფიცირებას ცდილობს და ერთი კონკრეტული კორიდორი, რომელსაც ინვესტორები უყურებენ, არის ეს. ის პროდუქტს ატარებს ცენტრალური აზიიდან, კასპიის ზღვის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში და პირიქით. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც რეგიონის მთავრობებს შეუძლიათ შეხედონ, როგორც ინვესტიციის შესაძლებლობას და მიიღონ გრძელვადიანი სარგებელი", - აღნიშნა ჟუკოვმა.