მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შესაძლოა, ხანდაზმულთა დასახმარებლად 700-მდე მოხალისე დაიხმაროს

5e6f5e3558ce6
BM.GE
16.03.20 15:22
902
მთავრობამ შესაძლოა, ხანდაზმულთა დასახმარებლად 700-მდე მოხალისე დაიხმაროს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, რომლის თქმითაც, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ თათბირზე აღნიშნულ საკითხზე იყო საუბარი, თუმცა, ამ დროისთვის შესაბამისი ღონისძიების გატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა. 

"დაახლოებით, 700-მდე მოხალისე, რამდენადაც დღევანდელი დილის თათბირზე ითქვა, არის მობილიზებული. მათ სწრაფი გადამზადება დასჭირდებათ და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი ველზე გაშლა,"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

რა კონკრეტული დახმარების გაწევა შეიძლება მოხალისეებს დაევალოთ, ამ დროისთვის არ არის ცნობილი.