საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს - უშედეგოდ დასრულდა 20 აუქციონი, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით ლარის საბრენდე სპირტი უნდა გაყიდულიყო. მთავრობას ათასობით ტონა სპირტი რთველის სუბსიდირების პროგრამის გამო დაუგროვდა; ამასთან, 2021 წელს სახელმწიფომ სუბსიდირების გზით უპრეცედენტო მოცულობის - 138 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა. ამ ყურძნის მნიშვნელოვანი ნაწილით სახელმწიფო კომპანიამ საბრენდე სპირტი დაამზადა.
უშედეგო აუქციონები:
6 ივნისს უშედეგოდ დასრულდა 20 აუქციონი, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 21,600,000 ლარის სპირტი იყიდებოდა. ამ სპირტის საერთო მოცულობა 3,000,000 ლიტრს შეადგენდა.
ასევე უშედეგოდ დასრულდა ხვანჭკარის ღვინომასალაც, რომელსაც მთავრობა ასევე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ამზადებს. საუბარია 20 აუქციონზე, რომლითაც 135,000 ლიტრი ხვანჭკარის ღვინომასალა 675,000 ლარად იყიდებოდა.
რატომ უგროვდება მთავრობას ათასობით ტონა გაუყიდავი სპირტი?
ამის მიზეზს რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი წარმოადგენს. სუბსიდირების პირობების თანახმად, მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ “მოსავლის მართვის კომპანიას” ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. სახელმწიფო დაკვეთით ღვინის ქარხნები შემდგომ ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინომასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში საწყობდება და პერიოდულად აუქციონის გზით იყიდება. სახელმწიფოს მიერ წარმოეულ ღვინომასალას და საბრენდე სპირტს შემდგომ ღვინის და ბრენდის კერძო მწარმოებლები ყიდულობენ და მას საკუთარ პროდუქციაში აზავებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".
მთლიანობაში 2021 წლის რთველის პროცესში სახელმწიფომ ინდუსტრიულად ჩაბარებული ყურძნის ⅓ შეისყიდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მევენახეთა ერთ მესამედზე მეტმა საკუთარი მოსავალი საბიუჯეტო ორგანიზაციას მიჰყიდა.
2017 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას ამ მოდელით მიმდინარეობდა. 2017 და 2018 წლებში სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სუბსიდირების ზრდასთან ერთად ბაზარზე სახელმწიფო ჩარევაც მზარდია. პარალელურად, სახელმწიფო კომპანიის მარაგებში სუბსიდიის შედეგად შესყიდული და გადამუშავებული ალკოჰოლური სასმელების მარაგებიც იზრდება. როგორც ჩაშლილი აუქციონები აჩვენებენ, კერძო სექტორი ამ სპირტის და ღვინომასალის შესყიდვისთვის ამჟამად დიდ ინტერესს არ გამოხატავს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ bm.ge-ის განუცხადა, რომ სუბსიდირება, სავარაუდოდ, წელსაც გაგრძელდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი