მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი დაწერა - რა შეიცვლება?

619233b5aec3d
ინგა მურუსიძე
15.11.21 19:30
594
ქვეყანაში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი შეიმუშავა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან და ასახულია ევროკავშირის ძირითადი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები. კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება, აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტები, ზედაპირული წყლის ობიექტებზე სანებართვო სისტემის აღდგენა, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენა, უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციები.

კანონპროექტის თანახმად, წყლის რესურსების მართვა განხორციელდება შემდეგი სახით: დადგინდება აუზების/სააუზო უბნების საზღვრები, შემუშავდება მდინარეთა აუზების სააუზო მართვის გეგმები ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, მდინარის აუზების მართვა განხორციელდება მდინარეთა/სააუზო უბნების სააუზო მართვის გეგმების საფუძველზე. მდინარის აუზის მართვას განახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, შეიქმნება სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოები, რომლის შემადგენლობაში შევა აუზის ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალიტეტების, ძირითადი წყალმოსარგებლე ობიექტების და საზოგადოების წარმომადგენლები.

კანონპროექტით დადგენილი ნორმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად ამოქმედდება.

„წყლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრადი განვითარების სამართლებრივი საფუძვლების განმტკიცებას და, შესაბამისად, საზოგადოების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინტერესების თანაფარდობის ჩამოყალიბებას“, - აცხადებენ სამინისტროში.