მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ანაკლიის კონსორციუმს ეს პროექტი ვერ განეხორციელებინა"

5da5e0944c212
ლიკა გურაბანიძე
15.10.19 21:00
1405
"ჩემთვის დიდი ხანია აშკარაა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ამ კონფიგურაციით ვერ შესრულდება. ანაკლიის კონსორციუმი ამ პროექტს ვერ განახორციელებს, რადგან მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ კონსორციუმს ეს პროექტი ვერ განეხორციელებინა", - ამის შესახებ BM.GE-ის ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა საკითხის შეფასებისას განუცხადა.

თუმცა, როგორც ბედინეიშვილი აღნიშნავს, თეორიულად იმის გამორიცხვა, რომ ეს პროექტი არ განხორციელდება, არ შეიძლება.

„შესაძლოა სხვა კონსორციუმის და სხვა მთავრობის პირობებში ან ამ კონსორციუმის და სხვა მთავრობის პირობებში ეს პროექტი განხორციელდეს, მაგრამ ამ მთავრობის პირობებში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ პროექტს ვერ განახორციელებს,“ - განაცხადა ბედინეიშვილმა.

ფინანსისტის განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხაზარაძე-ჯაფარიძის პიროვნებების დემონიზაცია დაიწყო, რამაც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა კონსორციუმს და მის პროექტს.

"ბოლო ერთი წელია, რაც კონსორციუმს პრობლემები აქვს და ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც თავდაპირველად „ქართულ ოცნებაში“, ივანიშვილის გონებაში ეჭვები გაჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შემოდის და ამის შემდეგ დაიწყო მთავრობიდან უცნაური განცხადებების გაკეთება.

ერთი წლის განმავლობაში იყო აშკარა ზეწოლა ღიად და დაფარულად ხაზარაძე-ჯაფარიძეზე. გვახსოვს ის ეპიზოდი, რომელიც ხაზარაძემ გახარიას მიერ გაგზავნილი წერილის შესახებ განაცხადა და ეს მე დამაჯერებლად მიმაჩნია, ამიტომ აშკარაა, რომ როგორც კერძო, ასევე ღია არხებით სხვადასხვა ფორმით დაიწყო ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე ზეწოლა.

ამ ფონზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის ფულის შოვნა შეუძლებელი იყო", - განმარტა ფინანსისტმა.