მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას აჭარაზე დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწები ეკუთვნის

60f5574bb0b41
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.21 10:10
952
საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 4,586 კვადრატულ კილომეტრზე დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები შედის, რაც აჭარის რეგიონზე 1.5-ჯერ დიდია. ფაქტი, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ ამ მოცულობის სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობს, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სასოფლო მიწების პრივატიზაცია მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა და მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი მთავრობას გასაყიდად არ გამოუტანია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის რომ კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რეესტრი გაუმართავია. წარსულში დაანონსებული სხვადასხვა პროგრამის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახლა აცხადებს, რომ მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მიწების რეგისტრაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს და მას სტრატეგია 2030-ში წერს.

"შეიქმნება მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა და დაიწყება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათი საკადასტრო მონაცემების რეესტრის, ანუ პასპორტიზაციის პროცესი", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის 10-წლიან სტრატეგიაში.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობების შესახებ ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ალეკო ელისაშვილმა გამოითხოვა. ამავე განაცხადით მან არასასოფლო მიწის ფართობების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაშია 1.292 კვადრატული კილომეტრის არასასოფლო მიწა. შედაებისთვის ეს ფართობი მთელი გურიის ფართობის ნახევარია.

უცნობია მთავრობა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის რა ნაწილს გასცემს იჯარით. 

მუნიციპალიტეტების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 2,3 კვადრატული კილომეტრი;
  • ბათუმი - 3,3 კვადრატული კილომეტრი;
  • წყალტუბო - 86,2 კვადრატული კილომეტრი;
  • გურჯაანი - 71,2 კვადრატული კილომეტრი;
  • ბოლნისი - 76,1 კვადრატული კილომეტრი;
  • სამტრედია - 47,7 კვადრატული კილომეტრი;
  • ლაგოდეხი - 54,6 კვადრატული კილომეტრი;
  • კასპი - 115,5 კვადრატული კილომეტრი;
  • საჩხერე - 60,2 კვადრატული კილომეტრი;
  • სიღნაღი - 293,2 კვადრატული კილომეტრი;
  • ყვარელი - 44,8 კვადრატული კილომეტრი;
  • დუშეთი - 585,5 კვადრატული კილომეტრი;
  • ბორჯომი - 159,7 კვადრატული კილომეტრი;
  • ხონი - 48,9 კვადრატული კილომეტრი;
  • ბაღდათი - 18,0 კვადრატული კილომეტრი;
  • დედოფლისწყარო - 869,1 კვადრატული კილომეტრი;
  • დმანისი - 338,2 კვადრატული კილომეტრი;
  • თერჯოლა - 74,5 კვადრატული კილომეტრი;
  • წალკა - 199,7 კვადრატული კილომეტრი;
  • ასპინძა - 443,8 კვადრატული კილომეტრი;
  • თიანეთი - 165,8 კვადრატული კილომეტრი;
  • მესტია - 224,7 კვადრატული კილომეტრი;
  • ლენტეხი - 406,2 კვადრატული კილომეტრი;
  • ყაზბეგი - 101,9 კვადრატული კილომეტრი;
  • ქობულეთი - 95,3 კვადრატული კილომეტრი.