მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას covid-შეზღუდვების შემოღების უფლების 2023 წლამდე გაგრძელება სურს

61c0852cc8fa2
მარიამ ვარადაშვილი
20.12.21 17:46
875
მთავრობას პანდემიის პერიოდში ამკრძალავი ღონისძიებების შემოღების უფლების 2023 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელება სურს. შესაბამისი კანონპრექტი პარლამენტში უკვე შევიდა.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, ლადო კახაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 1 იანვრის შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ.

საუბარია 2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რითაც დაზუსტდა ტერმინის „საკარანტინო ღონისძიებები“ შინაარსი და საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ.

საქმე ის არის, რომ თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 ივლისი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, შემდგომ - 2021 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შემდეგ კი 2022 წლის 1 იანვრამდე. შედეგად, 1 იანვრიდან აღარ იმოქმედებს კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები.

ავტორებს მიაჩნიათ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტიანად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება.

“კანონპროექტის მიზანია, რომ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.

კანონპროექტით ცვლილება შედის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე და 454-ე მუხლებში და აღნიშნული კანონის 453 მუხლის („2022 წლის 1 იანვრამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებები“) მოქმედების ვადა - 2022 წლის 1 იანვარი - გრძელდება 2023 წლის 1 იანვრამდე”, - წერია განმარტებით ბარათში.