მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ეკონომიკის გახსნის გეგმის წარდგენის ვადა ამოეწურა - #სოცაფეთქების გეგმები

601941e069550
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 16:18
979
რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სამოქალაქო სექტორმა 30 იანვარს კანცელარიასთან გამართულ აქციაზე - #სოცაფეთქება მთავრობას ეკონომიკის გახსნის გეგმა მოსთხოვა და 2-დღიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს ამოიწურა.

ეკონომიკის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდნენ, თუმცა საბჭოს სხდომა არ გაიმართა, შესაბამისად, არც - ბრიფინგი.

როგორც BM.GE-ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, 2 დღეში სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტს, რა ფორმის დაუმორჩილებლობას მიმართავს.

„დღეს ველოდით საკოორდინაციო საბჭოს, სადაც გაკეთდებოდა განცხადებები. საბჭო საერთოდ არ შედგა, ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ არაფერი იცვლება, ამიტომ ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს და იურისტებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები რა სახის დაუმორჩილებლობის გამოცხადება შეუძლია სხვადასხვა ბიზნესს. ამისთვის 2 დღიანი პერიოდი გვაქვს აღებული და ამის შემდეგ გადაწყდება პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

შეგასენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება არ შეჰხებია მთის კურორტებს და სარესტორნო ბიზნესს, როგორც ეს 28 ნოემბერს "ლოქდაუნის" დაწესებისას გაცხადდა.