ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქვეყანაში არსებულ გრიპის ვაქცინების რაოდენობას ეხმაურება.
ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობას უნდა დაერეზერვებინა გრიპის ვაქცინები გაზაფხულზე, რათა ყოფილიყო საკმარისი რაოდენობა. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს არსებული რაოდენობა რისკ-ჯგუფებსაც კი არ ყოფნის.
„22 აპრილს საჯაროდ გავაფრთხილე მთავრობა, რომ შემოდგომისთვის, როდესაც გრიპის სეზონი დაიწყებოდა, საჭირო იქნებოდა გაცილებით მეტი ვაქცინის დარეზერვება გრიპის აცრისთვის, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა, ზუსტად იმიტომ, რომ ერთმანეთში სინქრონში მოვიდოდა გრიპის სეზონი და კოვიდ ეპიდემია.
სამწუხაროდ, დღეს ძალიან დიდი დეფიციტია გრიპის ვაქცინის და ის რაოდენობა, რაც ჯერ-ჯერობით შემოტანილია, ნათლად აჩვენებს, რომ მოთხოვნა გაცილებით მეტია და რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის კომიტეტზე მიპასუხა, რომ ისინი გარკვეული გრაფიკით შემოიტანენ, მაგრამ აცრის პერიოდი სწორედ ახლაა.
800 000 პენსიონერს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს რისკი სწორედ ნოემბრიდან უდგება და შესაბამისად, თუკი აცრა ჩატარდება დეკემბერში ან იანვარში, ეს იქნება დაგვიანებული.
გრიპის ვაქცინით აცრა ამცირებს იმ რისკებს, რაც კორონავირუსთან არის დაკავშირებული და ამიტომ, აუცილებელი იყო მთავრობას გაზაფხულიდან დაერეზერვებინა გრიპის ამ შემოდგომისთვის შემქნილი ვაქცინები საკმარისი რაოდენობით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრილიყო, პირველ რიგში კი რისკ-ჯგუფები. დღეს რა რაოდენობაც არის, ის არ ყოფნის რისკ-ჯგუფებსაც კი“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ