მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობას ჰგონია, კაბინეტში რომ შევა, მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს, ეს ასე არაა - გახარია

60dd97454cfb6
თელარა გელანტია
01.07.21 14:20
2558
პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე დღეს გორში იმყოფება. პარტიამ ,,საქართველოსთვის“ დღეს გორში ოფისის გახსნისას გახარიამ მხარდამჭერებს და პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ორნიშნა რიცხვი - ეს არ არის მარტო რიცხვი, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები. სახელმწიფომ, უბრალოდ, უნდა შექმნას ყველა ის პირობა იმისთვის, რომ განათლებულმა, ჯანსაღმა, კეთილსინდისიერმა ადამიანმა შეძლოს თავის შრომით თავისი ოჯახი ღირსეულად არჩინოს“, - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარემ გორში რეგიონული ოფისის გახსნისას გააკეთა.

ყოფილი პრემიერის თქმით, ამას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის, სჭირდება ნორმალური თანაბარი პირობები.

„ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს პრივილეგირებული ხალხი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, როდესაც ხალხი მთავრობაში მოდის და ჰგონიათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო ან მათ უკეთესად იციან, ამ ქვეყანას რა სჭირდება...სამწუხაროდ, მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა, მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს და თან ჰგონია, რომ უკეთესად იცის, ხალხს რა სჭირდება და ეს ასე არ არის, დამიჯერეთ“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ამოსავალი წერტილი საქართველოს მოქალაქეების პატივისცემაა და პარტიის ყველა წარმომადგენელის მოქმედება მოსახლეობისთვის მხოლოდ სიმართლით და ისეთი რეალისტური წინადადებებით შემოიფარგლება, რომელთა შესრულებაზეც პარტია სრულ პასუხისმგებლობას იღებს პარტია.

„და კიდევ ერთი რამ, რაც მინდა, თითოეულ თქვენგანს და მხარდამჭერებს გითხრათ: არაფერი სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის არც ერთ შემთხვევაში არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, დავპირდეთ ის, რისი გაკეთების თავიც არა გვაქვს და ვერ შევძლებთ, და ეს წინასწარ ვიცით. მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე“, - ამბობს გიორგი გახარია.