მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას კორონავირუსის დამდგენი სწრაფი ტესტების ფასი ჯერ არ განუსაზღვრავს

5e7dca7d1ee28
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.20 14:00
2270
სახელმწიფო სწრაფი ტესტების საბაზრო ფასის დადგენაზე მუშაობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიასაშუალებების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ერთი კონკრეტული პრეჰოსპიტალური დახმარების „კატასტროფის ცენტრის“ მიერ სწრაფი ტესტირების ჩატარებას შეეხებოდა.

როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფოს მიერ 4 დაწესებულების აკრედიტირება მოხდა, მათ შორის არის „კატასტროფის ცენტრი“, თუმცა, ტესტირების საბაზრო ღირებულება სახელმწიფოს ჯერ არ განუსაზღვრია.

„სახელმწიფო ფასის დადგენაზე მუშაობს და ჩვენ სულ მალე დავადგენთ, რა არის ამ ტესტების მოხმარების ფასი, რაც იქნება საბაზრო ღირებულება. რაც შეეხება ამ კომპანიას, როგორც წინა დღეებში მოგახსენეთ, რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე იმ კომისიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაში ჩვენი ინფექციონისტები - ლუგარის ლაბორატორია შედიან, სანდოობა გამოეცხადა მხოლოდ 4 კომპანიას და ეს კომპანია (იგულისხმა „კატასტროფის ცენტრი“) არის ამ 4 კომპანიის ჩამონათვალში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, პრეჰოსპიტალური დახმარების „კატასტროფის ცენტრი“ მოსახლეობას სახლში მისვლით ახალ კორონავირუსზე სწრაფ ტესტირებას 150 ლარად სთავაზობს.