მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

5f967fbfdb9b1
ვიქტორია მღებრიშვილი
26.10.20 12:07
922
"ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაკეთებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გასულ კვირას მსხვილი დამსაქმებლების მიერ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დაყენებულ საკითხს ეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ ბიზნესი ტურიზმის ინდუსტრიისთვის დაგროვილი გადასახადების ჩამოწერას და საშემოსავლო გადასახდზე დაწესებული შეღავათების კიდევ 6 თვით გაგრძელებას ითხოვს. 

„ბიზნესთან შეხვედრაზე რა საკითხებიც განვიხილეთ, ამაზე მსჯელობა გრძელდება, თუმცა პრემიერმაც აღნიშნა, რომ მწირია რესურსები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სადაც განსაკუთრებული საჭიროებაა, ის საკითხები დავაკმაყოფილოთ... თუმცა ამ საკითხებზე, რაზეც მსჯელობა იყო, კომუნიკაცია გრძელდება და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თუ მივიღებთ, გაცნობებთ“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.