მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლის 1 იანვრამდე მიეცა

5f0daf4f70b54
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.20 17:41
1766
"საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღების უფლება 2021 წლის 1 იანვარმდე მიეცა", - ამას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. ცვლილებას მხარი დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შესაბამისი შეზღუდვების დაწესების უფლება პარლამენტმა მთავრობას თავდაპირველად 22 მაისს მიანიჭა, მაშინ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონსა და სისხლის სასამართლის საპროცესო კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე ექნებოდა. ხვალ ეს ვადა გადის, რის გამოც პირვანდელი კანონის ავტორებმა შექმნეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ანალოგიურ უფლებებს 2021 წლის 1 იანვრამდე ახანგრძლივებს.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი ხდება დაამტკიცოს ახალი შეზღუდვები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საუბარია გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული, ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა მინიმალურ შეზღუდვებზე, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით.

დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არის არაკონსტიტუციური, რადგანაც კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობას პარლამენტის ნებართვა ესაჭიროება, ხოლო ამგვარი “წინასწარი ნებართვის” გაცემის პროცედურა კი არ არსებობს.

“ეს კანონი არაკონსტიტუციური იყო არამხოლოდ დღეს, როდესაც თარიღი იცვლება, არამედ ის არაკონსტიტუციური იყო, როდესაც ის "ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა 15 ივლისამდე ვადით,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.