მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებას Galt & Taggart-იც ურჩევს

5e7c6caeeb952
შოთა ტყეშელაშვილი
26.03.20 13:00
1520
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა კორონავირუსისა და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა.

Galt & Taggart-ი კორონავირუსის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების მასშტაბის სამ სხვადასხვა სცენარს - ოპტიმისურს, შუალედურსა და პესიმისტურ სცენარებს განიხილავს. პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბანკი ქვეყანაში რეცესიას და მშპ-ის დონის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებს.

სამივე ეკონომიკური სცენარის პირობებში საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ზეწოლის ქვეშ ექცევა, მოსალოდნელი წლიური დანაკლისი პირველი სცენარით 1.7 მილიარდი დოლარი, მეორე სცენარით 3.1 მილიარდი დოლარი, მეოთხე სცენარით კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება.

საინვესტიციო ბანკი არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს აქტიური ფისკალური და მონეტარული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს, მათ შორისაა, რეგულაციების შერბილება, მოსახლეობისთვის სოციალური ვაუჩერების დარიგება, საბანკო რეგულაციების გამარტივება და სხვა. ამასთან, Galt & Taggart-ი საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მსგავსად, სახელმწიფოს დროებით საპენსიო შენატანების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ არსებული საპენსიო მოდელით, ყოველი დასაქმებულის ხელფასიდან 6% ავტომატურად მიიმართება სახელმწიფო საპენსიო ფონდში, საიდანაც 2 პროცენტული პუნქტი დასაქმებულის კონტრიბუციაა, 2 პროცენტული პუნქტი დამსაქმებლის კონტრიბუცია, 2 კი - სახელმწიფოს კონტრიბუციაა.

Galt & Taggart-ის ანტიკრიზისული გეგმის მოკლევადიანი ღონისძიებები:

  • მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება;
  • ქონების გადასახადის განახევრება;
  • საგარეო დაფინანსების მოზიდვა;
  • ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება; 
  • საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით;
  • ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვა);
  • საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება;
  • საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება; 
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება. 


გრძელვადიანი ღონისძიებები

  • ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით; 
  • არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები); 
  • დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი, როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის; 
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; 
  • განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.