საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.
ივნისის განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $1,361 დოლარი, რაც მაისის ფასთან - 1,227 დოლართან შედარებით 10.9%-ით მეტი იყო.
თუმცა საწვავის გაძვირება 10.9% არ ყოფილა, რადგანაც ივნისში ლარის გაცვილითი კურსი გამყარდა. მაისში ერთი დოლარი საშუალოდ 2.95 ლარი ღირდა, რაც აპრილის კურსთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია.
ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ივლისში მთავრობისთვის შესასყიდი საწვავის ფასი გაიზარდა.
• რეგულარი - ივნისის ფასი მთავრობისთვის 3.91 ლარი, ივლისის ფასი 4.24 ლარი, მატება 8.44%;
• პრემიუმი - ივნისის ფასი მთავრობისთვის 3.92 ლარი, ივლისის ფასი 4.25 ლარი, მატება 8.31%;
• სუპერი - ივნისის ფასი მთავრობისთვის 4.24 ლარი, ივლისის ფასი 4.57 ლარი, მატება 7.8%.
საგულისხმოა ფაქტი, რომ ივნისის განვალობაში Platts-ის გაძვირება საცალო ქსელებში ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ჯერ სრულად არ ასახულა და შესაძლოა უახლოეს კვირებში ფასი გაიზარდოს, თუმცა პარალელურად შესამჩნევია ნედლი ნავთობის ფასის კლებაც. ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობის ღირებულება ბარელზე 108 დოლარიდან 100-მდე შემცირდა, რაც თავისმხრივ Platts-ის ფასსაც შეამცირებს. ამასთანავე, გასულისხმოა ფაქტი, რომ საქართველომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საწვავის იმპორტში რუსეთის წილი გაზარდა, რადგანაც ამ ქვეყნიდან უფრო იაფი ღირებულების ნავთობის შესყიდვაა შესაძლებელი, ვიდრე EU-ს ქვეყნებიდან.
ამჟამად რეგულარის ღირებულება საცალო ქსელებში 3.59-3.80 ლარის ფარგლებშია, პრემიუმი - 3.99-4.15 ლარის ფარგლებში, სუპერი კი - 4.15-4.20 ლარის ფარგლებში ღირს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი