მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება მოკლევადიანი შემზღუდველი ღონისძიებები დააწესოს – გამყრელიძე

5ec55f8d73722
თამთა ჯიჯავაძე
20.05.20 21:15
1264
მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება რომ გარკვეული მოკლევადიანი შემზღუდველი ღონისძიებები დააწესოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დიდი მსჯელობაა პარლამენტში, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ უფრო დეტალურად გაიწეროს ის, რომ მეტი მოქნილობა მიეცეს და მეტი ოპერატიულობა მთავრობას და მთავრობის მიერ დეზიგნირებულ სამინისტროს, რომ მიიღოს ხოლმე მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ყოველთვის საგანგებო მდგომარეობა მთელს ტერიტორიაზე ვერ გამოცხადება, ეს ძალიან ბევრ მძიმე შეზღუდვებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება რომ გარკვეული მოკლევადიანი შემზღუდველი ღონისძიებები დააწესოს, სწორედ იმიტომ რომ დღეს ნაკლებად შემოვიდეს ინფექცია დასნებოვნებული ადგილებიდან „სუფთა“, მწვანე რეგიონებში და თავიდან ავიცილოთ მასშტაბური ეპიდემია ხოლმე. ამის რისკი არსებობს, მაგრამ ყოველთვის რისკის მინიმიზაცია გავაკეთოთ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტთან ერთად.

კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად საქართველოს გარკვეული წარმატებებისა ამ კრიზისულ პერიოდში, აუცილებელია კანონით გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობა.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე.

როგორც ხუნდაძემ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება თუ კი მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკისათვის, შესაძლოა, შეზღუდვების გარეშე პანდემია იყოს მზარდი და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც საფრთხე შეექმნას.