მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობას ვურჩევ სასწრაფოდ გამოვიდეს ეროვნული ბანკის მრჩევლების დაქვემდებარებიდან“

5edb9122323e5
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 17:10
1705
საფინანსო- საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა მთავრობას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს შანსი რეგიონის ფინანსური და ბიზნეს ცენტრი გახდეს, თუმცა ქვეყანა სათანადოდ არ არის შეფუთული, რომ მისით ინვესტორები დაინტერესდნენ. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მთავრობების შეფასების“-აცხადებს კუკავა და განმარტავს, რა იწვევს მისი, როგორც ერთ-ერთი ბიზნესის გულისწყრომას.

„ბოლო 3-4 წელია ჩვენ და წამყვანი ბიზნესები ფორმალურად ვესწრებით საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტის განხილვებს. ყველა ბიზნეს კითხეთ, ყველა გეტყვით, წინასწარ ვიცით, რომ ჩვენ იქ ვართ ფორმალურად, ფონისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილებას ღებულობს ეროვნული ბანკი. აქამდე ვერიდებოდი ამის თქმას, ირიბად ვამბობდი.

არ შეიძლება!... ქვეყანა უნდა იყოს პროაქტიული, ინვესტორები უნდა მოიზიდო, მაქიმალურად დააინტერესო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მთავრობების შეფასების. თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის ე.ი ინვესტორებს ქვეყანა არ აინტერესებს, არ არის საკმარისად შეფუთული, არ ექმნება პირობები და ამით საქართველო უკან უკან მიდის. რატომ? იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის როლი არის ძალიან აქტიური კანონმდებლობებში, არადა ეროვნულ ბანკს არ ყავს პროფესიონალები არც ვენჩურულ კაპიტალში, არც საინვესტიციო ფონდებში და არც საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში, არც ლიზინგში, არც კერძო კაპიტალის ფონდებში და ა.შ რატომ? იმიტომ, რომ არის ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც 30 წელია არ შეცვლილა.

მინდა მთავრობას ვურჩიო, სასწრაფოდ გამოვიდეს ეროვნული ბანკის მრჩევლების დაქვემდებარებიდან. ეროვნულ ბანკში ბევრი მეგობარი მყავს, პროფესიონალები არიან, მაგრამ მეც მათ ადგილზე რომ ვიყო იგივეს ვიზამდი, საკუთარი ტყავის გადარჩენაზე არიან და გეუბნებიან ისეთ რაღაცას, რომელიც შენს ინტერესებში არ შედის, ამიტომ ეს კანონპროექტები, რაც საქართველოს სტრატეგიას ეხება, თუ გინდა კონკურენტიანი ქვეყნა იყო 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური სახელმწიფო უნდა იყო.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში უნდა ვიყოთ წინ, ბიზნესის კეთების რეიტინგში ათეულში ვართ, იქ 70 -ეულშიც არ ვართ. ეს პარამეტრები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნაში ინვესტორები მოვიზიდოთ, რომელსაც მოყვება შემოსავლები, ახალი ტექნოლოგიები, დასაქმება, კვალიფიციური მუშახელის მოდინება.

ქვეყანა არამარტო მოზიდული ფულით იქნება წინ, არამედ ერთ სულ მოსახლეზე კონცენტრირებული კვალიფიციური მუშახელით, რომელიც განაპირობებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

თუ აქ შექმნი კარგ საინვესტიციო გარემოს, ყველა საუკეთესო კადრი საქართველოში ჩამოვა, იმიტომ, რომ იაფი ქვეყანაა, ჯერჯერობით ცხოვრებისთვის კარგი პირობებია, გადასახადები დაბალია და ქვეყანა გახდება ისეთი... აი როგორც რომში მიდიოდა თავის დროზე საუკეთესო კადრები, აშშ-ში მიდის დღეს, რითი იზიდავს? იმიტომ, რომ პირობებს ქმნის. აქედან უნდა მივუდგეთ. საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ფინანსური და ბიზნეს ცენტრი, ამისთვის არის ძალიან მარტივი რაღაცეები საჭირო“-აცხადებს კუკავა.