მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ვურჩევდი, შემდეგი 10 წლის კი არა, 10 თვის გეგმაზე იმუშაოს - ლევან ყარალაშვილი

6070075cc8468
ინგა მურუსიძე
09.04.21 12:06
1423
სავაჭრო ცენტრის "თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებაში რაიმეს პროგნოზირება 10 წლის ვადით, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ასე ეხმაურება ის პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას საქართველოს განვითარების 10-წლიანი გეგმა. აღნიშნული გეგმის შესაქმნელად ქვეყნის განვითარებისა და რეფორმირების საბჭო უკვე შეიქმნა. პირველადი დოკუმენტი მზად მაისის ბოლომდე უნდა იყოს. 

„სერიოზულად არ ვუყურებ ამას, რადგან დღევანდელ ვითარებაში რაიმეს პროგნოზირება მაგ ვადით, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ეს კი არა, ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, IMF და EBRD ერიდებიან დღეს მსგავსი პროგნოზების დადებას. 

მთავრობას ვურჩევდი, რომ შემდეგი ათი წლის კი არა, 10 თვის გეგმაზე იმუშაონ, უფრო უპრიანი იქნება, რაც თვე-ნახევარში უფრო მომზადებადია. დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ რაიმე დადებითი პროგნოზი გვაქვს, უბრალოდ ტყუილი იქნება, ამიტომ თხოვნა იქნება, რომ შემდეგ 10 თვეზე გავაკეთოთ აქცენტი, უფრო შორს არ წავიდეთ“, - განაცხადა ყარალაშვილმა.