მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობას წინდახედულებას ვერ დავუწუნებ“ - დავით სერგეენკო

5fe44dcb60d0d
ინგა მურუსიძე
24.12.20 12:22
867
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს დილის 07:00 საათიდან თბილისში არასასურსათო სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება მიეცათ. თუმცა, არ გაიხსნა ბაზრობები. მთავრობაში განმარტავენ, რომ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში ეპიდემილოგიური რეკომენდაციების დაცვა შესაძლებელია, ხოლო ბაზრობებზე - არა.

Bm.ge-მ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, დავით სერგეენკოს ჰკითხა, მეტი წინდახედულება მართებდა თუ არა მთავრობას, როცა ბაზრობებს დაჰპირდა, რომ 24 დეკემბერს გაიხსნებოდნენ, მოვაჭრეებმა ასობით მილიონი ლარის საახალწლო პროდუქცია შეიძინეს, ახლა კი მთავრობამ ბაზრობების გახსნაზე უარი თქვა, შესაბამისად, მოვაჭრეები შეძენილი პროდუქციის რეალიზებას ვერ მოახდენენ.

„ვითარება ძალიან რთულია, ეს არის ომი უხლავ მტერთან. ბევრი ადამიანი უამრავ ზარალს მიიღებს ამ ომის გამო. მე პირადად არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში, მაგრამ ვიცი, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. იქნებოდა ძალიან ბევრი აწონ-დაწონვა, ალბათ ჩაითვალა, რომ ბაზრობებზე მეტი რისკი იქნებოდა დაავადების გავრცელების. მთავრობას წინდახედულებას ვერ დავუწუნებ. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებამ სოციალური საკითხებისა და ადამიანის სისცოცხლის ზღვართან დაკავშირებულ ბეწვის ხიდზე გაიარა. რეალურად საომარი მდგომარეობაა. ვირუსის ქცევას ვერ გათვლი. ანალიზი ხდება ყოველდღიურად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა უმუშევრად, თუმცა სავარაუდოდ ბაზრობებზე დისტანციის დაცვა ვერ მოხდებოდა და გადაწყვეტილებაც ამიტომ არის მიღებული.