მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობასაც აქვს რაღაც წილი Societe Generale-ის გასვლაში“ - ლაშა პაპაშვილი

60435902ab5e9
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.21 20:00
1749
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი Forbes Talks-ში სტუმრობისას საქართველოში ფრანგული ბანკის Societe Generale-ს შემოსვლას იხსენებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის ქვეყნიდან გასვლის საკითხში რაღაც წილი სახელმწიფოსაც მიუძღვის.

„თავდაპირველად HSBC-ის ბანკ რესპუბლიკას ნაწილში ველაპარაკებოდი საქართველოშიც შემოსულიყო, რადგან უკვე სომხეთში იყო. გვითხრეს, რომ ეს ქვეყანა არ აინტერესებდათ. მაგრამ როგორც კი Societe Generale-თან გარიგება მოხდა, მაშინვე მოჰყვა ისიც [HSBC] და არაფრიდან დაიწყო...”, - ამბობს პაპაშვილი.

კითხვაზე - რატომ გავიდა ქვეყნიდან ეს ორი სისტემური ბანკი, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ HSBC-ის გასვლა წინ უძღოდა Societe Generale-ის მიერ ბაზრის დატოვებას.

„მთავრობასაც აქვს რაღაც წილი მათი ქვეყნიდან გასვლის საკითხში. ეს აჩვენებს რომ ინვესტორს მეტი ყურადღება სჭირდება. ისინი სისხლის ფასად მოვიყვანეთ... ვიღაცას ჰგონია რომ წავედი და მოვიდნენ. ისეთი ამოცანები დაგვისახეს შემოსვლისას, ისეთი რაღაცეები უნდა გადაგველახა... მთელი გუნდის დამსახურებაა ეს - 45 ფრანგი გამოგზავნეს, რომლებიც ბანკს ორი თვე ამოწმებდნენ. ასეთი გამოცდა გავიარეთ და გავიდნენ ქვეყნიდან. ეს ნიშნავს, რომ ვერ გავუფრთხილდით. თუმცა მათი გასვლის ძირითადი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა იყო“, - განმარტა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის, 2016 წელს TBC Group-მა ბანკ „რესპუბლიკას“ 93,64% 315 მლნლარად (103 მლნ გირვანქა სტერლინგი) შეისყიდა. გარიგების შედეგად, Societe Generale თიბისი ბანკის აქციების 5,61%-ის მფლობელი გახდა, რომელიც Societe Generale-მა 42,8 მლნ გირვანქა სტერლინგად დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა, რითიც საქართველოდან საბოლოოდ გავიდა.