მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ StopCov-ფონდში 100 მლნ "ქართუმ" ჩარიცხა

5e8ecc2494af2
თელარა გელანტია
09.04.20 11:12
1732
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ StopCov-ფონდში 100 მლნ ლარი „ქართუ ფონდმა“ ჩარიცხა.

ამის შესახებ bm.ge-ის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. უშუალოდ „ქართუ“ ფონდში კი, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ;

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს. „ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა 8 აპრილს მთელი 100 მილიონი ლარით გაიზარდა და ის ამ დროისთვის 124 543 899 ლარს შეადგენს. შესაბამისი ცვლილება ფონდის ანგარიშზე გვიან ღამით აისახა.