მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს

601ba35194fe4
ინგა მურუსიძე
04.02.21 11:44
1071
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს, - მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კახა ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას.

„კახა ქემოკლიძე ჩვენს გუნდში უკვე წლებია, მუშაობს. ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა ქემოკლიძემდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს ნათია მეზვრიშვილი იკავებდა. მან პოსტი 2020 წლის ნოემბერში, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.