მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა - რაზე ისაუბრეს?

6380edab572ee
BM.GE
25.11.22 20:40
510
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება, ასევე გაიზრდება დაფინანსება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

ამასთან, საბჭოს წევრებმა სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს და ახალი ეკონომიკური ინიციატივები განიხილეს.